ახალი ამბები

5 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული “კასპობა 2024” გაიმართება

კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა 2024” 5 ოქტომბერს გაიმართება. მერიამ სხვადასხვა გასართობი სივრცეების მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 39 980 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დღესასწაულზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ბატუტი და მოძრავი კარუსელები. 

გამოყოფილი თანხა მოხმარდება თივის ტუკების და ხილის შეძენასაც. მერია აპირებს შეიძინოს:

  • თივის ტუკები 15 ცალი;
  • ვაშლი არანაკლებ 10 კგ,
  • მსახლი არანაკლებ 10 კგ,
  • ყურძენი არანაკლებ 100 კგ,
  • კარალიოკი არანაკლებ 10 კგ,
  • კომში არანაკლებ 10 კგ,
  • ატამი არანაკლებ 10 კგ,
  • გოგრა 10 ცალი;

ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ, უნდა უზრუნველყოს სცენის გაფორმება და სასურათე ბანერის “კასპობა 2024” მოწყობა. 

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. 

გამოყოფილი თანხა მოხმარდება 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმომადგენლების ტრანსპორტირებას. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი