ახალი ამბები

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მწვრთნელის ცემაში ადანაშაულებენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ლობჟანიძეს კრივის ფედერაციის ერთ-ერთი მწვრთნელის ცემაში ადანაშაულებენ.

ტვ პირველის ინფორმაციით, ბექა ლობჟანიძემ ქალთა კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გოჩა რუსია ევროპის ჩემპიონსტზე ყოფნის დროს სცემა. 

ბრალდებას უარყოფს ლობჟანიძე და ამბობს, რომ რუსია უცხოელებმა სცემეს. 

“რა  მოხდა, ვისთან მოხდა ჩხუბი, თვითონ რუსიას ჰკითხეთ, თურქებთან მოხდა თუ როგორ მოხდა, რუსიამ გასცა ამას პასუხი”, – უთხრა სატელეფონო კომენტარში ლობჟანიძემ ჟურნალისტს. 

თავად რუსია კი, ტვ პირველთან სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ის უცხოელებს არ უცემიათ. იქვე აღნიშნავს, რომ ჩივილს არ აპირებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს ბოსნია ჰერცოგინიაში მოხდა, თუმცა ნაცემი მწვრთვნელი ამ დრომდე დეტალებზე არ საუბრობს.

დატოვეთ კომენტარი