ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანსა და ტახტიძირში სტიიქით დაზარალებულებს სახლის სახურავებს შეუცვლიან.
კომპანიის შესარჩევად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშოებისთვის 194 407 ლარია გამოყოფილი.
შერჩეულმა კომპანიამ სახურავი 155 ოჯახს უნდა გამოუცვალოს. ახალი სახურავი პროფილირებული მოთუთიებული თუნუქის უნდა იყოს – სისქით -0,5 მმ, ხოლო სიგრძით – 2,0 მეტრი.
შეგახსენებთ, რომ დვანსა და ტახტიძირში 9 ივნისს ძლიერი სეტყვა იყო.
დატოვეთ კომენტარი