ახალი ამბები

ქარელის მერია 100%-იანი გრანტის მიმღებ სტუდენტებს 1 000 ლარით დაასაჩუქრებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 1000 ლარით დაასაჩუქრებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2024 წელს წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100%-იანი გრანტი მიიღეს.

ფულადი პრიზის მისაღებას, სტუდენტებმა ქარელის მერიაში უნდა წარადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ;
  • საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები).

ინფორმაციისთვის, ეს პირველი წელია, როცა ქარელის მერია სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატების გამო ასაჩუქრებს. წინა წლებში, მერიას ეს ხარჯი ბიუჯეტსი გათვალისწინებული არ ჰქონია. 

ამავე თემაზე: აგარელი ახალგაზრდა წუხს, რომ ქარელის მერია სტუდენტების წახალისებაზე არ ფიქრობს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი