ახალი ამბები

ბერშუეთის სკოლის რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება

ბერშუეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. 

პროექტის დასრულების შედეგად სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები; ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი უსაფრთხოების სისტემებით; აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით“, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში. 

ბერშუეთის საჯარო სკოლა 330 მოსწავლეზეა გათვლილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.