ახალი ამბები

მანანა აბაზაძემ ხაშურის რესურსცენტრის უფროსის კონკურსუდან თავისი კანდიდატურა მოხსნა

ხაშურის რესურცენტრის უფროსის კონკურსიდან მანანა აბაზაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა, – ამის შესახებ მან პოსტი ფეისბუქით გაავრცელა, სადაც წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე მომავალში ისაუბრებს. 

ამავე თემაზე: ხაშურის რესურსცენტრის უფროსის შესარჩევ ხელახალ კონკურსში მანანა აბაზაძეც მონაწილეობს

არ წავედი გასაუბრებაზე. სხვა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ მინდა. გავაგრძელებ მუშაობას რესურცენტრში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, როგორც მანამდეც ვიყავი, სანამ სამსახურის უფროსის მოვალეობას შევითავსებდი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით დაველოდოთ გასუბრების შედეგებს“, – წერს აბაზაძე. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურში რესურცენტრის უფროსი პირველი კონკურსის შედეგად ვერ შეარჩიეს. შესაბამისად, მოვალეობის შემსრულებლად ამ დრომდე მანანა აბაზაძე დარჩა, რომელიც ამ პოსტზე ზვიად გოგუაძის მიერ უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ დაინიშნა. 

დატოვეთ კომენტარი