ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლადო თოთლაძემ ერთიანი ეროვნულ ინგლისური ენის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო.
“ჩემს თაობაში ვხედავ ხალხს, რომელიც მოტივირებულია, რომ საქართველო უფრო მაღალ საფეხურებამდე აიყვანოს და ჩემთვის არ იქნება იმაზე დიდი პატივი, რომ ამ ხალხთან ერთად ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში”, – უთხრა ლადომ “მოზაიკას”.
ლადო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრეძელებას. ის გასული წლის FLEX პროგრამის გამარჯვებულიცაა.
“ჩემი სამომავლო გეგმების შესასრულებლად ვაპირებ, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემს უპირველეს მიზნად ვისახავ, ჩემი ქვეყნის განვითარებას და ამ მიზნის მისაღწევად მზად ვარ, ხელახლა დავბრუნდე ამერიკის შეერთებულ შტატებში სათანადო განათლების მისაღებად”, – გვითხრა ლადო თოთლაძემ.