“მიღებული ქულა მახსენებს, რომ დაუზოგავი შრომით, მიუღწეველი არაფერია”, – გვითხრა მარი მუკნიაშვილმა, კასპის #2 სკოლის კურსდამთავრებულმა.
მარი ერთ-ერთია იმ წარმატებული აბიტურიენტებიდან, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაღალი ქულა მიიღო.
აპირებს, რომ მომავალი მედიცინას დაუკავშიროს, რადგან როგორც ამბობს, საკუთარ თავს ყოველთვის თეთრ ხალათში ხედავდა.
“ჩემი მომავალი დავუკავშირე სამედიცინო სფეროს, კონკრეტულად სტომატოლოგიას. ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს თეთრ ხალათში. მიღებული ქულა ჩემთვის იმის შეხსენებაა, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ამას მოინდომებ. დანარჩენ საგნებშიც არ მაქვს ცუდი მოლოდინი, რადგან თავდაუზოგავად ვშრომობდით მე და ჩემი საუკეთესო მასწავლებლები, 2 წლის განმავლობაში. მინდა, ვუსურვო ყველას წარმატება და სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრა”, – ამბობს მარი.
ინფორმაციისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 5 აგვისტოს გამოაქვეყნა უცხოური ენების გამოცდების შედეგებიც.