გორში გორგასლის ქუჩის მიმდებარედ, სკვერისა და სპორტული მოედნის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების შესასყიდად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის უწყებამ 585 490 ლარი გაითვალისწინა. პროექტი გარდამავალია და 2025 წელს დასრულება.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ორ ეტაპად უნდა შეასრულოს. პირველი ეტაპი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღეში, ხოლო მეორე – 2025 წელს, 60 კალენდარული დღეში, ამავე წლის 1 -ლი იანვრიდან.
დატოვეთ კომენტარი