ახალი ამბები

“მოვაწყობთ ლამაზ სივრცეს” – რა იგეგმება ხაშურის მერიის შენობის პირველ სართულზე  

ხაშურის მერიის შენობაში მოეწყობა სივრცე, რომელიც ინტერნეტითა და წიგნებით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ “მოზაიკასთან” ხაშურის მერის მოადგილემ ისაუბრა. 

ზვიად გოგუაძის განმარტებით, მომავალში დაგეგმილია მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის მშენებლობა, მანამდე კი მოქალაქეებს აღნიშნული სივრცით სარგებლობა შეეძლებათ.  

“სამომავლოდ მოხდება მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის მშენებლობა, ამ ეტაპზე კი სიახლეა, ის რომ საჯარო რეესტრის გადმოცემულ ფართში, რომელიც მერიის პირველ სართულზეა განთავსებული მოვაწყობთ ლამაზ სივრცეს შეძლებისდაგვარად სრული სერვისით.  იქნება წიგნებითა და  ინტერნეტით უზრუნველყოფილი, იქნება ადგილზე წაკითხვის შესაძლებლობა, მოეწყობა სივრცე ღონისძიებებისთვის და  სხვადასხვა არაფორმალური აქტივობისთვის”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.

ინფორმაციისთვის, ხაშურის ბიბლიოთეკის შენობა ავარიული მდგომარეობის გამო, ერთი წლის წინ ჩამოინგრა.

დატოვეთ კომენტარი