გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო ხაშურის მერიაში. სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის ინფორმაციით, ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
“მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეხება. სერგო ლალიაშვილი სამუშაო ოთახში მიუვარდა ზვიად გოგუაძეს. დაპირისპირება ბიბლიოთეკის შენობის თემას მოჰყვა”, – უთხრა “მოზაიკას” მეხრიშვილმა.
მანამდე, მეხრიშვილმა აღნიშნიშნული დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
ცნობისთვის, ზვიად გოგუაძემ ორი დღის წინ, ხაშურში ბიბლიოთეკის მშენებლობა დააანონსა და აღნიშნა, რომ ძალიან მალე ქალაქს მულტიფუნქციური სივრცე ექნება.
ზვიად გოგუაძეს მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა “მოზაიკას” განუცხადა, რომ გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდა.
“არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე მოგვარდა”, – გვითხრა გოგუაძემ.