ატენში მეზობლის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ადვოკატის ინფორმაციით, დემეტრე რევაზაშვილს ბრალი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში ედება. ბრალდებული ბრალდების ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს.
“ბრალი წარედგინა და ბრალდებასთან მიმართებაში ინარჩუნებს დუმილის უფლრბას, ისე მან ინფორმაცია გამოძიებას დეტალურად მიაწოდა. ბრალდებული და დაზარალებული კარის მეზობლები არიან, რამდენადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ვიცი დაზარალებულმა დაურეკა ბრალდებულს ცუდად ვარ დახმარება მჭირდებაო და მივიდა. დაზარალებულმა რომ დაურეკა სინამდვილეში ეგ დადგენილი ფაქტია”, – განმარტავს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით არ არსებობს ფაქტები იმისა, რომ ის დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება დიმიტრი რევაზაშვილს მან ჩაიდინა.
“მტკიცებულებები, რომლებიც ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს, ამის მიხედვით არ არსებობს საკმარისი მიზეზი კანონით გათვალისწინებული ვიფიქროთ, რომ ის დანაშაული რომელშიც ბრალი ედება დიმიტრი რევაზაშვილს მან ჩაიდინა”, – ამბობს ადვოკატი.
გამოძიება 117 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 7 წლამდე თავსუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.