ახალი ამბები

ატენში დაკავებული სპეცრაზმელი ბრალის წარდგენას ელოდება

ატენში მამაკაცის ცემისთვის დაკავებული სპეცრაზმელი ოფიციალურად ბრალის წარდგენას ელოდება.

დაკავებულის უფლებებს იურისტი რეზო რევაზიშვლი იცავს. მისი თქმით, ბრალის ოფიციალურად გაცნობა ჯერ არ მომხდარა, ამიტომ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

“რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს გამოძიებაში ყველა არის დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს დაზარალებული და ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი გამოძიების მხრიდან. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ. ველოდებით ბრალის წარდგენას და საქმის მასალების გადმოცემას”, – განმარტავს რევაზიშვილი.

ინფორმაციისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

დატოვეთ კომენტარი