აგარაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად საპროექტო – სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა, რისთვისაც ქარელის მერიამ 45 000 ლარამდე თანხა დახარჯა.
ამჯერად ტენდერი გამოცხადდა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რისთვისაც 1 827 132 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი თანხა შეადგენს 356 097 ლარს, სამუშაოების პირველი ეტაპი კი 2024 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოების სრულად შესრულების ვადაა, ხელშეკრულების დადებიდან 364 კალენდარული დღე.
დატოვეთ კომენტარი