30 თვეში 6 960 სტერილიზაცია – კასტრაციის ოპერაცია ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ლაშა გეგეჭკორმა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის სააგენტოს კონცეპტუალური პროექტის ავტორმა მოგვაწოდა.
მისი განცხადებით, სტერილიზაცია – კასტრაციის ოპერაციიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სააგენტოს ეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს.
“პოპულაციის მართვა არის მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები, სხვა მეთოდი ბუნებაში არ არსებობს. მხოლოდ ამ ოპერაციებით ხდება ჰუმანური მეთოდით მათი რაოდენობის ზრდის შეჩერება“, – ამბობს გეგეჭკორი.
მის მიერ მოწოდებული სტატიკის მიხედვით:
- 2022 წელს ჩატარდა სტერილიზაცია/კასტრაციის 2 162 ოპერაცია;
- 2023 წელს ჩატარდა სტერილიზაცია/კასტრაციის 2 801 ოპერაცია;
- 2024 წლის იანვრიდან – ივლისის პერიოდში ჩატარდა სტერილიზაცია/კასტრაციის 1 997 ოპერაცია.
რაც შეეხება სააგენტოს დაფინანსებას, გეგჭკორის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი 1 160 000 ლარია.
“სააგენტო ოპერირებს რეგიონის “საერთო ჯიბის” პრინციპით. ის ინტერმუნიციპალური სააგენტოა და აფინანსებს ოთხივე – გორის,ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტები და მისი 2024 წლის ბიუჯეტი 1 160 000 ლარს შეადგენს, საიდანაც მიღებული აქვს თანხის ნაწილი, დანარჩენი კი ეტაპობრივად ჩაერიცხება”.