უკრაინაში ოკუპანტებთან შეტაკებას გორელი მებრძოლი ბონდო გაგნიძე ემსხვერპლა. ის სოფელ შინდისში ცხოვრობდა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, გაგნიძე რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის გადრაიცვალა.
როდის გადმოასვენებენ ქართველ მებრძოლს სამშობლოში ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაციისთვს, ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელსაც იბრძოდა.
დატოვეთ კომენტარი