ახალი ამბები

გორის მერის მრჩეველმა თევდორე მაყაშვილმა თანამდებობა დატოვა

გორის მერის მრჩეველმა თევდორე მაყაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

მაყაშვილმა სამსასხურიდან წასვლის შესაებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

2 წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი “დიდ ავიაციაში” ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტზე მიწევს მუშაობა, თან ამჯერად ბევრად უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დაგიბრუნდებით ნოემბერში”, – წერს მაყაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მაყაშვილი მათთან აღარ მუშაობს.

ხელშეკრულებით იყო დასაქმებული და მისი სურვილით, ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდა”, – განმარტავენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, თევდორე მაყაშვილი გორის მერის მრჩეველად 2022 წელს დაინიშნა, ის  უწყებაში კულტურის სპორტის და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი