კასპში საცურაო აუზის მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. მერია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გიორგი სააკაძის ქუჩაზე გეგმავს.
სამუშაოების დასაწყებად, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირველი ეტაპის სამუშაოები შერჩეულ ადგილის მოსაფუთავებას, რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობას და წყლისა და კანალიზაციის სისტემების გამართვას გულისხმობს.
შერჩეულმა კომპანიამ ეს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 450 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
“მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
პირველი ეტაპის სამუშაოებზე კასპის მერია 700 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო დღე 6 აგვისტოა.
დატოვეთ კომენტარი