დაბა სურამში, ყოფილი კინოთეატრის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესასყიდად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ სამუშაოებისთვის 2 056 340 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაითვალისწინა.
“პირველი ეტაპი მოიცავს, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებიდან არაუმეტეს 600 000 ლარის მოცულობის სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხის ანაზღაურება მოხდება 2025 წლის ასიგნებების ფარგლებში”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი 2024 წელს, 91 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპი კი, 2025 წლის 20 იანვრიდან 154 კალენდარულ დღეში.
დატოვეთ კომენტარი