ახალი ამბები

ქარელის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ჯენი ივანიძე შეასრულებს

ქარელის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალაეობას ჯენი ივანიძე შეასრულებს.

როგორც საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა გვითხრა, ამ თანამდებობაზე ივანიძე ახალი დირექტორის შერჩევამდე დარჩება. 

დირექტორის მოვალეობის შესრულება კანონით ევალება მოადგილეს და ასრულებს ჯენი ივანიძე, სანამ გამოცხადდება ახალი კონკურსი“, – გვითხრა მარიკა საზანდრიშვილმა.

ქარელის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი დირექტორი რესურცენტრის უფროსი გახდა. 

დატოვეთ კომენტარი