ახალი ამბები

ქარელის საკრებულოს წევრი მურთაზ ცისკაძე პარტიას “ახალი” შეუერთდა

აგარის მაჟორიტარი-დეპუტატი ქარელის საკრებულოში მურთაზ ცისკაძე პარტიას “ახალი” შეუერთდა. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, ქარელში პარტიის ოფისიც გაიხსნა. 

ჩემს თავს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გვერდით მოვიაზრებ, ჩემი ხედვები მათ ხედვებს ემთხვევა, ამიტომ გადავწყვიტე ამ გუნდს შევერთებოდი. ოფისი გავხსენით ქარელში, ჩამოყალიბების პროცესში ვართ და შემდე აქტიურ შეხვედრებს დავიწყებთ მოსახლეობასთან“, – გვითხრა ცისკაძემ. 

მურთაზ ცისკაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია. მან პარტია ერთი წლის წინ დატოვა. 

დატოვეთ კომენტარი