გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიზნით და მათი ცოდნის გაღრმავებისათვის, რისთვისაც 60 000 ლარი გაითვალისწინა.
გადამზადების კურსს გაივლის შიდა ქართლის მასშტაბით დასაქმებული 135 საჯარო მოხელე.
შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის მიზნით ტრენინგების ჩატარება.
თემატიკის მიხედვით სწავლება მოიცავს შემდეგ პროგრამებს:
- სამშენებლო ნებართვები;
- საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა საჯარო სექტორში;
- საბუღალტრო აღრიცხვის და ფინანსური მართვის ორგანიზება;
- პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
- საკრებულოს მუშაობის ორგანიზება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
- გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა;
- ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა;
- ქონების მართვა და განკარგვა;
- რისკების მართვა შესყიდვებში;
- ადამიანური რესურსების მართვა.
სატრენინგო კურსები 15 სექტემბრიდან დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი