ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.
“რესურსცენტრის უფროსის ადგილზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა და 28 ივლისს დასრულდება, რის შემდეგადაც პროცედურების დაცვით მოხდება ახალი რესურსცენტრის უფროსის შერჩევა“, – გვითხრა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა აბაზაძემ.
განმეორებით კონკურსში ის თავადაც მონაწილეობს.
“ერთ-ერთი კანდიდატი მეც ვარ”.
შეგახსენებთ, რომ ხაშურში რესურცენტრის უფროსი პირველი კონკურსის შედეგად ვერ შეარჩიეს. შესაბამისად, მოვალეობის შემსრულებლად კვლავ მანანა აბაზაძე დარჩა, რომელიც ამ პოსტზე ზვიად გოგუაძის მიერ უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ დაინიშნა.
ამავე თემაზე: ხაშურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას მანანა აბაზაძე შეასრულებს