გორში სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველებისთვის შეხვედრა გაიმართება, რომელიც დამსწრეებს USAID-თან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროგრამას გააცნობს.
“თუ გსურთ დასაქმება სამშენებლო სექტორში და შესაბამისი უნარების შეძენა-განახლება, მაშინ ეს პროგრამა სწორედ თქვენთვის არის“, – ვკითხულობთ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამა სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველებს სთავაზობს:
- უფასო სასწავლო პროგრამას;
- გარანტირებულ დასაქმებას;
პროგრამის ფარგლებში მსურველებს ტრენინგ-კურსების გავლა შემდეგი მიმართულებებით შეეძლებათ :
- MEP ვენტილაცია – 8 თვე;
- MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა წყლის სისტემებით – 7 თვე;
- MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა ფრეონის სისტემებით – 3 თვე;
- ხარისხის კონტროლი მშენებლობაში – 4 თვე;
- რკინა-ბეტონის სამუშაოები – 8 თვე;
- მექანიკური ლესვა – 3 თვე;
- ღებვა – 4 თვე;
- დათბუნებული ფასადების სამუშაოები – 3 თვე;
- შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში – 3 თვე;
- პოლიმერული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
- პოლირებული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
- ბეტონის იატაკის მოწყობა – 3 თვე;
- ჰიდროიზოლაციის სამუშაოები – 8 თვე.
სწავლა დაიწყება 2024 წლის 10 სექტემბერს თბილისში და კვირის განმავლობაში, 10 საათს მოიცავს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა “ელემენტ ჰოლდინგისა” და USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის” ერთობლივი სერტიფიკატი.
დეტალური ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრას სამშენებლო კომპანია “ელემენტ ქონსტრაქშენი” USAID-თან თანამშრომლობით და საკომუნიკაციო კომპანია “ქომას” ორგანიზებით, 26 ივლისს, 13:00 საათზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: იერუშალაიმის ქ.18) გამართავს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე