პარტია “ახალი” გორში მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს. პარტიის წევრი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ამჟამად, ახალ საარჩევნო სტრატეგიაზე მუშაობენ.
“როგორც ახალი პარტია პოლიტიკურ ველზე, ვმუშაობთ ახალი საარჩევნო სტრატეგიის შემუშავებაზე. ასევე, პარტიის კარი ღიაა ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც სურს რეალური ცვლილებები და აქვს მოთხოვნა, ჰქონდეს ღირსეული სიბერე, ქვეყნის უსაფრთხოება, ჯანდაცვის სრულფასოვანი მომსახურება, ემიგრაციიის შეჩერება. ეს საკითხები და სხვა, განხილვის და დისკუსიის საგანია“, – გვითხრა ირმა ამბარდნიშვილმა.
პარტიაში ახალ წევრებსაც ელოდებიან და აცხადებენ, რომ კარი ღიაა მოტივირებული ახალგაზრდებისთვის. შეხვედრა გორში, აღმაშენებლის N58-ში, 26 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი