მინდია გოდერძიშვილი პარტიას “ახალი” შეუერთდა. როგორც მან “მოზაიკას” უთხრა, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.
“დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ შემაშფოთებელმა ზოგადმა მდგომარეობამ ქვეყნის გარშემო, რომელიც შექმნა ერთის მხრივ ხელისუფლების მიერ აშკარად განცხადებულმა ანტიდასავლურმა და შესაბამისად ,ჩვენი განვითარების შემაფერხებელმა კურსმა, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციაში არსებული ძალების უპასუხისმგებლო და არაკოორდინირებულმა ქმედებებმა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ კითხვებზე პასუხია გასაცემი, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანებაზე უკეთესი ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს“, – გვითხრა გოდერძიშვილმა.
მინდია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია. ამ პარტიიდან ის 2012-2016 წლებში გორის საკრებულოს წევრი იყო.
ინფორმაციისთვის, პარტიას “ახალი” შეუერთდა წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და ენმ-ის ყოფილი წევრი ირმა ამბარდნიშვილიც.
ამავე თემაზე: ირმა ამბარდნიშვილი პარტიას “ახალი” შეუერთდა