ახალი ამბები

“პირუტყვი აზიანებს ნიადაგს” – მერის წარმომადგენელი ლევიტანაში გახშირებულ ნიაღვრებზე

ლევიტანაში უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი ისევ დააზიანა. კადრებში, რომლებიც ადგილობრივებმა გაავრცელეს, ჩანს, როგორ მოედინება ნიაღვარი სოფლის გზაზე. 

ლევიტანა-იაილების გზა წყალდიდობამ ისევ წაიღო“, – წერენ ადგილობრივები. 

სოფელში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება. 

ამასწინათაც დაზიანდა ეს გზა. უხვი ნალექის შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილი ზიანდება. მაშინ გავასწორეთ, ტექნიკამ იმუშავა, მაგრამ ახლა იგივე სურათი მივიღეთ. მერიის  ხვალ აუცილებლად ამოვლენ და გავასუფთავებთ“, – გვითხრა ჯუმბერ გიგაურმა. 

მისივე თქმით, ლევიტანის ტერიტორიას მოსახლეობა პირუტყვის საძოვრად იყენებს, რის გამოც დასუსტებულ ნიადაგს ნალექის შეკავება აღარ შეუძლია.

ამ ტერიტორიას მოსახლეობა პირუტყვის საძოვრად იყენებს. ვფიქრობ, ნიადაგი ვეღარ უძლებ რომ ნალექი შეაკაოს, მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთ ფაქტორად ეგ მიმაჩნია”, – აღნიშნა გიგაურმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.