ახალი ამბები

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში გორის 5 სკოლა გავიდა 

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახერფინალში შიდა ქართლის მასშტაბით ხუთი სკოლა მოხვდა, – საიდანაც 4 საჯარო, ერთი კი კერძო სკოლაა. 

აღნიშნული პრემიის ნახევარფინალში არიან გორის #11, #9, #1 და ახალდაბის საჯარო სკოლები, ასევე კერძო სკოლა “თამარიონი”.  

სასკოლო პრემიის წლევანდელი თემაა: იმოქმედე კლიმატისთვის. კონკურსში მონაწილე სკოლებმა  ძირითად აქცენტი გააკეთეს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე, კლიმატის მდგრადობის მიღწევაზე, კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებაზე. 

კონკურსი ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტ „მწვანე კავკასიის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. 

ინფორმაციისთვის, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია 2014 წელს დაფუძნდა. მასში მონაწილე სკოლები არეგისტრირებენ ეკო-კლუბებს და მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს.

დატოვეთ კომენტარი