გორში, კომბინატის დასახლებაში მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. ადგილიზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
“ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს უკნიდან დაეჯახა, სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლს მუხრუჭმა უმტყუნადა. ავტომობილში მსხდომი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო”, – ამბობენ თვითმხილველები.
დატოვეთ კომენტარი