ახალი ამბები

“მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება არ ჰქონდა” – ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ-ერთ მძღოლს ავტომობილის მართვის უფლება არ ჰქონდა.

“ოპელის მძღოლს, რომელიც მეორე ავტომანქანას დაეჯახა, მართვის მოწმობა არ ქონდა, რის გამოც ის პოლიციამ 2500 ლარით დააჯარიმა”, – ამბობენ თვითმხილველები.

შემთხვევა გუშინ, 3 ივლისს მოხდა.

დატოვეთ კომენტარი