გორში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, – შემთხვევა გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
“კლინიკაში შემოვიდა სასწრაფო დახმარების მეშვეობით. აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში დაზიანებები და ასევე დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა”, – განაცხადეს სამხედრო ჰოსპიტალში.
გამოძიება სსკ-ს 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც ცნობილია ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.