ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში ავიაკატასტროფას გორელი სამხედრო პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა გეგმიური სამხედრო სწავლების დროს მოხდა.
“თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კახაბერ ზურაბაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ის გამოცდილი პილოტი იყო.
„15 წელზე მეტი ემსახურა ქვეყანას, საკმაოდ გამოცდილი სამხედრო პილოტი იყო, უკრაინაში მიიღო განათლება, 2008 წლის ომშიც იბრძოდა”, – ამბობს ზურაბაშვილის ერთ-ერთი ახლობელი.