ქარელის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებმა ლაშა ლურსმანაშვილმა და მალხაზ დოღანაძემ თანამდებობები დატოვეს.
ლურსმანაშვილი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, ხოლო დოღანაძე დირბს. ორივე მათგანმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
” ავადმყოფობის გამო მომიწია თანამდებობის დატოვბა”, – გვითხრა მალხაზ დოღანაძემ.
ლურსმანაშვილი კი სამსახურდან წასვლის მიზეზად კერძო ბიზნესს ასახელებს.
“ჩემი კომპანია ჩამოვაყალიბე, ჩემი ბიზნესი მაქვს რის გამოც საჯარო მოხელეობისთვის დრო აღარ მრჩებოდა მიზეზი მხოლოდ ეს არის”, – ამბობს ლაშა ლურსმანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ახალსოფლის წარმომადგენლის მოვალეობას ახლა ზურაბ გელაშვილი, ხოლო დირბში მზია კოპაძე ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი