ახალი ამბები

რუისთან ავარია მოხდა – დამტვრეულია ათამდე ავტომობილი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ავტოავარია მოხდადაიმტვრა ათამდე ავტომობილი და დაშავდა სამი ადამიანი.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა, რა დროსაც, მათ სხვა მანქანებიც დაეჯახნენ.

“ათამდე მანქანა იყო დამტვრეული, ტრაილერი ძალიან იყო დამტვრეული. დაშავებულების შესახებ არაფერი ვიცი. ერთი საათი საცობი იყო ავტობანზე”, – გვიყვება თვითმხილველი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი