ქვიშხეთის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. სამეურვეო საბჭომ მხარი ანა ტაბატაძის კანდიდატურას დაუჭირა.
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ქვიშხეთის გარდა, დირექტორის არჩევნები ხაშურის კიდევ 9 საჯარო სკოლაში ჩატარდა. აქედან ორში არჩევნები ჩაიშალა.
ამავე თემაზე: ხაშურის ორ სკოლაში დირექტორების არჩევნები ჩაიშალა – საუბრობენ ზეწოლაზე
“ხაშურის რესურსცენტრის 10 საჯარო სკოლიდან, სადაც სამეურვეო საბჭოს წარდგენილი ჰყავდა დირექტორობის კანდიდატი 8 სკოლაში არჩევნები წარმატებით დამთავრდა და სკოლას უხელმძღვანელებენ არჩევნებში სამეურვეო საბჭოების მხარდაჭერილი კანდიდატები“, – წერს რესურსცენტრი.
არჩევნების შედეგად:
- ხაშურის N7 სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე გახდა;
- დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა თინათინ კაპანაძემ დაიკავა;
- სოფელ ტეზრის საჯარო სკოლას ლელა კობერიძე უხელმძღვანელებს;
- სოფელ ბეკმის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი გახდა;
- სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში თეონა კურტანიძე აირჩიეს;
- სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი მზია კაპანაძემ დაიკავა;
- სოფელ ქემფრის საჯარო სკოლს ნინო ლომსაძე უხელმძღვანელებს.
დატოვეთ კომენტარი