ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭომ მხარი სონია მეტრეველის კანდიდატურას დაუჭირა.
მანამდე რუისის N2 სკოლას ნელი მექვაბიძე ხელმძღვანელობდა.
დირექტორების ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ სკოლაში მოხდა:
- ავლევის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე მჭედლიშვილი გახდა;
- თამარაშენის საჯარო სკოლას დალი ტაბატაძე უხელმძღვანელებს;
- ბრეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ბერიკაშვილი იქნება;
- რუისის N1 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა მანილა ბალიაშვილმა დაიკავა.
დატოვეთ კომენტარი