ქარელის მუნიციპალიტეტის, ბრეთის და ავლევის საჯარო სკოლებს ახალი დირექტორები ჰყავთ. ამის შესახებ “მოზაიკას” ინფორმაცია ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიული ფერხულმა მიაწოდა.
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბრეთის სკოლის დირექტორად ეთერ ბერიკაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე ირაკლი ედილაშვილი შეცვალა.
რაც შეეხება ავლევის სკოლას, აქ საბჭომ მხარი მარინე მჭედლიშვილის კანდიდატურას დაუჭირა. მჭედლიშვილი მანამდე ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
დატოვეთ კომენტარი