Მგზავრები ჩივიან, რომ Ხაშური-თბილისის მიკროავტობუსებში ანტისანიტარია და სივისწროვეა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
Ხაშურელების თქმით, მძღოლები ტრანსპორტში სკამებს ამატებენ, რის გამოც მზგავრობა არაკომფორტულია.
“სავარძლები ერთმანეთზეა მიბჯენილი, გადაკეთებული სამარცხვინოდ. ვერ დაჯდები ფაქტიურად”, – აღნიშნავს ინგა მჭედლიძე.
Მგზავრების ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის.
“სკამები მოაწესრიგონ, დაჯდომა შეუძლებელია ტრანსპორტის უმრავლესობაში. ბინძური სკამებია და თუ დაჯექი, ისეთი სივიწროვეა, დაგენგრევა მუხლები”, – წერს ნანა ჩადუნელი.
“ყარს მარშუტკები. დაგლეჯილი და გაზინტლული სავარძლებია, სასწაული ხდება. მოვითხოვოთ ახალი მარშუტკები, მოწესრიგებული და ჩვენთვის მოსახერხებელი”, – ამბობს ელენე სოლაკი.
ანტისანიტარიის და სივიწროვის გარდა, მგზავრები არასტაბილურ ფასზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მძღოლები მგზვარობის ტარიფს პერიოდულად ზრდიან.
“რა ამბავია 10 ლარი, 7 ლარიც კი ზედმეტია. იმდენი სკამი ჩაამატეს, ადამიანს სუნთქვა გეკვრება. მხოლოდ ფული იშოვონ, სხვაზე არ ფიქრობენ“, – წერს სოციალურ ქსელში რამაზი ნეფარიძე.
Ხაშური-თბილისის მიმართულებით მიკროაბტობუსები ხაშურის ავტოსადგურიდან დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადიან.
Მერია მგზავრთა უკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ავტოსადგურმა უნდა იზრუნოს.
“ხაშურის მერია არ არეგულირებს მაგ საკითხს. სადგური მერიის საკუთრებაში არ არის, მაგრამ როგორც მოქალაქეს, რომელიც ხშირად მგზავრობს და ხშირი შეხება მაქვს ტრანსპორტთან, შემიძლია გითხრათ, რომ ავტოსადგურიდან როცა მივდივარ თბილისში, ფასი არის ყოველთვის 7 ლარი და არასდროს არავის არ შეუცვლია თუ ვინმე ავტოსადგურის დადგენილ ფასს არ იცავს, ეგ უკვე ინდივიდუალურად უნდა გაირკვეს”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.