ახალი ამბები

დირბის საჯარო სკოლის დირექტორად ლევან ყაულაშვილი დაინიშნა 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად ლევან ყაულაშვილი დაინიშნა. ის ამ პოსტზე 6 წლის ვადით იმუშავებს. 

მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ დამთავრდა ოთხთვიანი პერიოდი, საბუთების გადარჩევა, გამოცდა, გასაუბრება, სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრა და უკვე დღეს, ერთხმად ამირჩიეს დირბის საჯარო სკოლის დირექტორად, ექვსი წლის ვადით“, – წერს ყაულაშვილი. 

ყაულაშვილმა საჯარო პოსტში მადლობა გადაუხადა სკოლის ყოფილ დირექტორ  გიული მახაჭაშვილს გაწეული შრომისთვის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი