ახალი ამბები

სააპელაციომ ბაბაევის წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ  ბაბაევის წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

უწყებას შეწყვეტილი გამოძიების განახლების საშუალება ექნება. მეორე ინსტანციის მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.


არ მეგონა, რომ ისეთი სტრუქტურა, როგორიც გორის სააპელაციო სასამართლოა, მოექცეოდა გავლენის ქვეშ. მათ დაუკანონა ეს უკანონო ქმედება, რაც არის სამარცხვინო, ეს არის საქართველოსთვის დიდი სირცხვილის ლაქა. მე მივმართავ შესაბამის ორგანოებს, მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს და ვიბრძოლებ ბოლომდე“, – ამბობს ბაბაევი.

აღსანიშნავია, რო, წინა ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მტკიცებულებები, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა. დაკავების შემდეგ, ბაბაევის თქმით, ის სცემეს, მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.