სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჯიოშვილი საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის გაპროტესტებისთვის 2200 ლარით დააჯარიმა.
იგი 2 მაისს გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ლაშა ჯიოშვილი ბრალდებას უარყოფს.
“ლელა ცაგარეიშვილმა კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, რის მიხედვითაც მე სამართალდამრღვევად მცნო, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში და ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. მათ წარადგინეს ჩემს სოციალურ ქსელში დადებული ვიდეო, სადაც ხმაც კი არ ისმის. ჩემი მხრიდან გინება, რაიმე წესრიგის დარღვევას ან დაუმორჩიოლებლობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით ჩანს მათი უკანონობა. ამ სამარცხვინო რეჟიმმა მე და ჩემნაირები გვცნო დამნაშავედ. ვიტყვი რომ მე არაფერი დამიშავებია”, – ამბობს ლაშა ჯიოშვილი.
ჯიოშვილის საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა.