განათლების სამინისტრომ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად კვლავ ნათია ილურიძე დანიშნა.
რესურსცენტრების უფროსების ხელახალი კონკურსი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. მას შემდეგ, მოქმედი ხელმძღვანელები მოვალეობის შემსრულებლებად გამოცხადდნენ. კასპის შემთხვევაში, სამინისტრომ არჩევანი კვლავ ნათია ილურიძის კანდიდატურაზე შეაჩერა.
“ნათია ილურიძე 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აგრძელებდა მუშაობას. მას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს“, – ვკითხულობთ რესურსცენტრის ფეიბუქ გვერდზე.
რაც შეეხება შიდა ქართლის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, გორსა და ქარელში განათლების სამინისტრომ ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. ხაშურში კი კონკურსის შედეგად ახალი კადრი ვერ შეარჩია.