ახალი ამბები

ხაშურში რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი კონკურსის წესით ვერ შეარჩიეს

ხაშურში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი ვერ შეარჩიეს. 

როგორც “მოზაიკას” აცნობეს შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. მიზეზად, კონკურსში შესაბამისი კადრის არ ყოფნა დასახელდა. 

ამჟამად ხელმძღვანელის მოვალეობას მანანა აბაზაძე ასრულებს, რომელიც ხაშურის რესურსცენტრში მრავალი წელია მუშაობს. 

ინფორმაციისთვის, რესურსცენტრის ყოფილმა უფროსმა, ზვიად გოგუაძემ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. მან საქმიანობა ხაშურის მერიაში, თენგიზ ჩიტიაშვილის მოადგილედ გააგრძელა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.