ახალი ამბები

“ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება “- დაკავებული სოსო ბაბაევი ნაცემია 

გორში გუშინ, 5 ივნისს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, სოსო ბაბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მან სასამართლო პროცესზე დეტალურად მოყვა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება და როგორ ჩაუდეს ავტომობილში იარაღი, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავებმა დააკავეს. 

ბაბაევის თქმით, მას სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მას დაზიანებები სახეზე აქვს მიყენებული.

“ეს არის სუფთად პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ადასტურებს, რომ სწორ მხარეს ვდგავარ. ვინც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა შევარდნაძის დროიდან არის მიჩვეული ჩადებებს. ნაცემს არაადამიანურად მეპყრობოდნენ და ამის ამსახველ ვიდეოებს უგზავნიდნენ თავის უფროსს. [განყოფილებაში მიყვანისას] ძალით გამხადეს ზედატანი, ტანზე შემომახიეს, ხელები უკან მქონდა შეკრული, რადგან ნება არ მივეცი და გავუძალიანდი, ტრუსიკიც კი შემომახიეს და დამტოვეს ეგრე. შიშველი დავრჩი და ესენი ე.წ. სამართალდამცავები იცინოდნენ”, – განაცხადა სოსო ბაბაევმა სასამართლოში. 

ინფორმაციისთვის, სოსო ბაბაევი სსკ-ს 236 -ე მუხლითაა დაკავებული. მისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

ამავე თემაზე: გორში სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავეს 

“იარაღი მანქანაში ჩაუდეს” – დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.