გორში სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი დააკავეს. გავრცელებული ინფორმააცით სუს-ის თანამშრომლებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.
ბაბაევის ახლობლები ამბობენ, რომ სამართალდამცავები მას ცეცხლსასროლო იარაღის შენახვას ედავებიან, თუმცა უცნობია აღმოჩნდა თუ არა ჩხრეკის შედეგად ბაბაევის სახლში იარაღი.
ცნობისთვის, ბაბაევი გორში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეა. ის აქტიურად მონაწილეობს რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში. ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.
დატოვეთ კომენტარი