ახალი ამბები

კასპის მერს ამერიკაში მყოფმა დედამ 36 464 აშშ დოლარი გამოუგზავნა 

კასპის მერს გასულ წელს დედამ 36 464 აშშ დოლარი აჩუქა. “მოზაიკას” ინფორმაციით, ვახტანგ მაისურაძის დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 

25 მაისს გამოქვეყნებული, მერის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს დედისგან 16 200 აშშ დოლარიც მიიღო, რომელიც დას გადაურიცხა. 

ინფორმაციისთვის, კასპის მერი დედისგან ფულად საჩუქრებს წინა წლებშიც იღებდა. მაგალთად, 2022 წელს მას დედამ – 34 964 , 2021 წელს კი 9 282 აშშ დოლარი აჩუქა. 

ფულადი საჩუქრები დედისგან მიღებული აქვს ვახტანგ მაისურაძის მეუღლეს, ხათუნა ვარდოსანიძესაც. 2021-2023 წლებში, მან დედისგან ჯამში 10 600 ევრო და 200 დოლარი მიიღო. 

ვახტანგ მაისურაძე ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც “რუსული კანონის” მიღებას ემხრობოდნენ და ხელისუფლების პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებდნენ.

დატოვეთ კომენტარი