გორის ვიცე- მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა თანამდებობა გორის მერის მოთხოვნის საფუძველზე დატოვა.
“ჩვენი წყარო გორის მერიიდან გვატყობინებს, რომ ხინჩეგაშვილი ღვინიაშვილს დასაქმებას მუნიციპალურ ინსპექციაში, ხელმძღვანელის მოადგილედ დაპირდა“, – წერს ტელევიზია.
ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ღვინიაშვილი გორის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის 6 ივლისს დაინიშნა. პარალელურად კი, სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობდა.
დატოვეთ კომენტარი