ახალი ამბები

“სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში”

“სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში”, – ამბობს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი. 

ის მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა. 

ტერმაკოზაშვილი წერს, რომ კონკურსის დასრულებამდე რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. 

“ბევრი მირეკავს, ბევრი მწერს, მეკითხებიან დავტოვე თუ არა რესურსცენტრის უფროსის პოზიცია. კონკურსი არ დასრულებულა. გასაუბრება გავიარე. შედეგი ჯერ ცნობილი არაა. სანამ რესურსცენტრის უფროსის დანიშვნის ბრძანება იქნება, ვასრულებ მოვალეობას. მადლობა გულშემატკივრებს არც ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გაგიხარდებათ, მაგრამ არც ისე ცუდად, მტრები რომ გავახარო და სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში”, – წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ინფორმაციისთვის, 62 რესურსცენტრის პოზიციაზე კონკურსი განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, მათ შორის შიდა ქართლშიც. 

დატოვეთ კომენტარი