ახალი ამბები

გორის შესასვლელში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

გორის შესასვლელში ავარია მოხდა, – არსებული ინფორმაციით,  სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მეორე მანქანას შეეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, მანქანაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისხდნენ. 

“ბოლო ზარის მანქანა იყო, ერთმანეთს შეეჯახნენ. არ ვიცი, ვინმე დაშავდა თუ არა”, – უთხრეს “მოზაიკას”

“მოზაიკას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.