“გორმედის” სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ კლინიკამ “მოზაიკას” განუცხადა.
სამედიცინო ცენტრის თქმით, კლინიკა კომენტარს კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთებს.
“საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს”, – აცხადებს “გორმედი”
ინფორმაციისთვის, “გორმედის” სამშობიაროს ექიმს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მშობიარის ოჯახის წევრები ამბობენ რომ ექიმმა დროული რეაგირება არ მოახდინა, რის გამოც ახალშობილი გარდაიცვალა.
დატოვეთ კომენტარი